მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

C კატეგორიის მართვის მოწმობის გამოცდისთვის სატვირთოების შესასყიდად ₾0,5-მლნ-იანი ტენდერი გამოცხადდა

64a663f44b39c
თამთა ჯიჯავაძე
06.07.23 11:33
1531
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო C კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდისთვის 2 სატვირთო ფურგონის შესასყიდად ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 0,5 მლნ ლარია.

როგორც შესყიდვების სამსახურის ვებგვერდზე გამოცხადებულ ტენდერში წერია, სატვირთო ფურგონი უნდა იყოს მარცხენასაჭიანი და არანაკლებ 2014 წელს გამოშვებული. ასევე, საწვავის ტიპი - დიზელი, გადაცემათა კოლოფი - მექანიკური და გავლილი უნდა ჰქონდეს 200 000 კილომეტრამდე.

ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მოსაწოდებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე უნდა განხორციელდეს ბრენდირება (დასტიკერება) შემსყიდველის მოთხოვნის (ელექტრონული ფოსტის ან სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით) შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიღება-ჩაბარებიდან 45 სამუშაო დღის განმავლობაში.

ასევე, სატვირთო ფურგონი ადაპტირებული უნდა იყოს მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდისათვის (სასწავლო), დამატებითი აღჭურვილობით, რომელიც უნდა შედგებოდეს რკინის მყარი კონსტრუქციისაგან. კერძოდ, პარალელური სატერფულებით: შეჭიდების გამთიშველით, სამუხრუჭეთი.

წინადადებების მიღება 3 აგვისტოს იწყება და 8 აგვისტოს დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები