მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 140 000 ტონა ყაზახური ნავთობის გადაზიდვა იგეგმება

ბაქო-ჯეიჰანი

ყაზახეთის ქალაქ აქთაუდან ბაქოს მიმართულებით, სექტემბერში 140 ათასი ტონა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება იგეგმება იმისათვის, რომ შემდეგ ის ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენით ტრანსპორტირდეს - ამის შესახებ BMG-ს აზერბაიჯანულ ბიუროს KazTransOil-ში განუცხადეს.

ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის აგვისტოში „ყაზტრანსოილმა“ 117 ათასი ტონა ყაზახური ნავთობი აქთაუს საზღვაო პორტის გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მიმართულებით გადაზიდა.

„2024 წლის სექტემბერში ჩვენ ვგეგმავთ, 140 ათასი ტონა ყაზახური ნავთობის გადაზიდვას აქთაუს საზღვაო პორტით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მიმართულებით ნავთობის ტრანსპორტირების გრაფიკის შესაბამისად, რომელიც დამტკიცებულია ენერგეტიკის სამინისტროს მიერ“, - განაცხადეს უწყებაში.

ასევე აღინიშნა, რომ 2024 წელს KazTransOil გეგმავს 1,5 მილიონ ტონამდე ყაზახური ნავთობის გადაზიდვას აქთაუს პორტის გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მიმართულებით.

ცნობისთვის, გასულ წელს, ჯამში 1 მლნ ტონაზე მეტი ყაზახური ნავთობი გადაიზიდა აქთაუდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენი ნავთობის კასპიის და ხმელთაშუა ზღვებს შორის ტრანსპორტირების პირველი და უმოკლესი მარშრუტია. მისი სიგრძე 1768 კმ-ია. ხოლო დანიშნულებაა ნავთობის ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე. ის გადის ბაქოზე, თბილისსა და მთავრდება ჯეიჰანში, თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირა პორტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები