2024 წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის გამომუშავება 0.6%-ით გაიზარდა და 1,124 გვტ. საათი შეადგინა - ამის შესახებ Tbc Capital-ი ელექტროენერგიის ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვაში წერს.
უფრო კონკრეტულად, თბოსადგურების გამომუშავება 15.6%-ით გაიზარდა, ქარის სადგურების - 24%-ით. ჰიდროსადგურების შემთხვევაში გამომუშავება 5%-ით შემცირდა. რასაც Tbc Capital-ი მარეგულირებელი ჰესების მიერ შემცირებული გამომუშავებით ხსნის.
რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარებას, ამავე პერიოდში, ელექტროენერგიის მოხმარება 17.3%-ით, 1,101 გვტ. საათამდე გაიზარდა. საცალო სექტორის მოხმარება წლიურად 58.3%-ით არის გაზრდილი. ხოლო, აფხაზეთის მოხმარება კვლავ შემცირდა და კლებამ 2.4% შეადგინა.
საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის ღირებულება წლიურად 1.4%-ით გაიზარდა და 5.49 აშშ ცენტს გაუტოლდა.
2024 წლის სექტემბერში საქართველოში იმპორტირებულია 29 გვტ. საათი ელექტროენერგია.