მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბერში ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 986 ათასამდე გაიზარდა - PMCG

მედიანური ხელფასი

2025 წლის სექტემბერში თვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობამ 985,975 ადამიანი შეადგინა, რაც აგვისტოსთან შედარებით 4.9%-ით, ხოლო 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 2.6%-ით მეტია.

სტატისტიკის თანახმად, დაბალშემოსავლიანთა წილი კვლავ მცირდება. კერძოდ, 0-600 ლარის ხელფასის მიმღები მოსახლეობა სექტემბერში 12.5%-ს შეადგენდა, რაც აგვისტოსთან შედარებით 1 პროცენტული პუნქტით, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

პირიქით - მზარდია მაღალშემოსავლიანთა წილი. 2,400 ლარსა და მეტი თვიური შემოსავლის მქონე ადამიანების წილი სექტემბერში 33.6% იყო, რაც აგვისტოსთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 5.6 პროცენტული პუნქტით მეტია.

რაც შეეხება ყველაზე მაღალშემოსავლიან ჯგუფს - 9,600 ლარსა და მეტი ხელფასის მიმღები მოსახლეობა სექტემბერში 3%-ს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი აგვისტოსთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა, თუმცა წინა წლის სექტემბერთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები