Google Analytics-ის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში სააგენტო BMG-ის სტატიები და სიახლეები 2.2 მილიონჯერ წაიკითხეს. Google Analytics-ის თანახმად, ამ სიახლეებს სულ 440 ათასი უნიკალური მკითხველი (Users) გაეცნო.
მათ შორის საქართველოდან ვებგვერდს 316 ათასი მკითხველი ჰყავდა; აშშ-დან 54 ათასი; დიდი ბრიტანეთიდან 32 ათასი; ნიდერლანდებიდან 20 ათასი; გერმანიიდან 8.5 ათასი, ყაზახეთიდან 3.4 ათასი და იტალიიდან 3.3 ათასი.
მომხმარებლების უმეტესობა 313 ათასი მომხმარებელი ჩვენ ვებგვერდს მობილურიდან ეცნობა; ლეპტოპიდან და კომპიუტერიდან 155 ათასი მომხმარებელი, ტაბლეტიდან კი 2.2 ათასი მომხმარებელი.
სისტემის თანახმად, წელს BMG-ის მკითხველთა 50.9% ქალი, 49.1% კი კაცია.























