მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 682 738-მდე გაიზარდა

ხალხი

სექტემბრის მდგომარეობით საარსებო შემწეობას ქვეყანაში 682 738 ადამიანი იღებს. წინა თვესთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი სექტემბერში 1905 პირით არის გაზრდილი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აქედან 228 573 პირი საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაშია ჩართული, რომელთაც სტატუსი ოთხი წლის განმავლობაში უცვლელად უნარჩუნდებათ. ჯამში სექტემბერში სოციალურ დახმარებაზე ბიუჯეტიდან 69 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. ამ თანხიდან 22 მლნ ლარზე მეტი სოცდაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე [სახელმწიფო დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა] გაცემული თანხაა, ხოლო 47 მლნ ლარი სოციალური შემწეობაა.

რაც შეეხება ზესტაფონის და ჭიათურის რაიონებს, სადაც “ჯორჯიან მანგანეზმა” ფეროშენადნობის ქარხანა დახურა დააანონსა, საარსებო შემწეობას ჭიათურაში 8 532 პირი იღებს, აქედან 3750 ადამიანი სახელმწიფო დასაქმების პროგრამაშია ჩართული. ზესტაფონში კი საარსებო შემწეობას 6 344 ადამიანი იღებს, აქედან 3 768 სახელმწიფო დასაქმების პროგრამაშია ჩართული.

საქართველოში საარსებო შემწეობის პროგრამა ფინანსურად ეხმარება ყველაზე ღარიბ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 001-ზე ნაკლებია. სარეიტინგო ქულას განსაზღვრავს სოციალური მომსახურების სააგენტო და ის ასახავს ოჯახის შემოსავალსა და ქონებას. მას შემდეგ რაც მთავრობამ საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა აამოქმედა, იმ პირებს, რომლებიც ამ პროგრამაში არიან ჩართულნი, სააგენტო აღარ ამოწმებს და სტატუსი ოთხი წლის განმავლობაში უცვლელად უნარჩუნდებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები