მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სექტემბერში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $376 მილიონი მიიღო

634d18d168c76
შოთა ტყეშელაშვილი
17.10.22 13:10
655
ეროვნულმა ბანკმა სექტემბრის თვის ტურიზმის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ თვეში ქვეყანამ საერთაშოროსო ვიზიტორებისგან $376 მილიონის შემოსავალი მიიღო. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 132%-ით არის გაზრდილი.

მთლიანობაში წლის პირველ 9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან $2.5 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 190%-ით მეტია.

ეროვნული ბანკი ითვლის ტურიზმის შემოსავლებს კონკრეტული ქვეყნების ჭრილშიც. სებ-ის თანახმად, სექტემბერში საქართველომ ყველაზე მეტი თანხა - 96 მილიონი დოლარი რუსი მოგზაურებისგან მიიღო. მთლიანად ევროკავშირის ქვეყნების მოგზაურებმა 45 მილიონი დახარჯეს, თურქეთის მოქალაქეებმა 36 მილიონი, უკრაინის 32 მილიონი, ასევე 32 მილიონი დახარჯეს სექტემბერში საქართველოში ისრაელის მოქალაქეებმაც.

ეროვნული ბანკის შეფასებით, ბელარუსმა ვიზიტორებმა სექტემბერში საქართველოში 21 მილიონის ხარჯები გასწიეს.

ცნობისთვის, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული ტურიზმის სტრატეგიის თანახმად, მიმდინარე წელს, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3 მილიარდი დოლარი უნდა შეადგინოს. 2025 წლისთვის კი ქვეყანა ტურიზმიდან 5.2 მილიარდი დოლარის შემოსავალს ელოდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები