მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბერში, საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა, 9 თვეში - 9.8%-ით

საქართველოს ეკონომიკა ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს. სექტემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.3 % შეადგინა, ხოლო ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 9.8 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის მონაცემებით, თითქმის 12%-ით არის გაზრდილი მსხვილ საწარმოთა ბრუნვა. ეკონომისტები თვლიან, რომ მაჩვენებელი მაღალია, თუმცა აღნიშნავენ, რომ ასეთი მაღალი ზრდის ფონზე მოსახლეობის კეთილდღეობა არ თანაზომიერად არ იზრდება. ამასთან, ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ მთავრობის ანტიდასავლურ რიტორიკაზეც და დასავლეთთან გართულებული ურთიერთობებით გამოწვეულ რისკებზე მიუთითებენ. რა არის ზრდის მამოძრავებელი და როგორია შეფასებები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები