Galt & Taggart-ის შეფასებით, 2025 წლის სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები არ შეცვლილა და ისევ 470 მლნ დოლარი იყო. საინვესტიციო ბანკი წელს ტურიზმიდან ჯამში 4.5 მლრდ დოლარის შემოსავლებს ელოდება, ანუ დაახლოებით 100 მლნ დოლარით მეტი 2024 წლის მაჩვენებელზე.
ამ დროისთვის ეროვნულ ბანკს ტურიზმის შემოსავლების კუთხით მხოლოდ ორი კვარტლის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც, ქვეყანას საერთაშორისო მოგზაურობიდან 1.9 მილიარდი დოლარის შემოსავალი აქვს მიღებული. 2024 წელთან შედარებით ზრდა თითქმის 4%-ია.




























