საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სექტემბრის თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ არის საუბარი.
სებ-ის მონაცემებით, სექტემბრის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 2.5 მლნ ლარით გაიზარდა და 494.6 მლნ ლარს
გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6 პროცენტი იყო.
ვადაგადაცილებული სესხების 43.3% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული, უცხოური ვალუტის სესხებზე კი ვადაგადაცილების 56.7% მოდის.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 55.0 პროცენტს გაუტოლდა.