მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბერში, წლიურად, ქართლის ქარის სადგურის გენერაცია 15.5%-ით შემცირდა

616fbf32d70b5
დავით ჯალაღონია
21.10.21 09:00
798
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, ქართლის ქარის ელექტროსადგურმა 2021 წლის სექტემბერში 7.1 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.5%–ით ნაკლებია.

იანვარ–აგვისტოს პერიოდში კი აღნიშნული ობიექტის გენერაციამ 62.4 მლნ კვტ.სთ–ს შეადგინა – 10.6%–ით ნაკლები 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

რაც შეეხება 2021 წლის სექტემბერში, საქართველოში გენერაციის ობიექტების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობას, ეს მაჩვენებელი 29.3%–ით გაიზარდა და 1 მლრდ 100.7 მლნ კვტ.სთ–ს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები