მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბრიდან ბაქსვუდს ახალი კამპუსი ექნება... პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

604b63f382d34
ინგა მურუსიძე
12.03.21 20:00
2930
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის კომპლექსი ფართოვდება და 2021-2022 სასწავლო წელს დაწყებითი საფეხური ახალ კამპუსში შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ს სკოლის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

„წელს მართლაც განსაკუთრებული სიახლე გვაქვს. უკვე წლებია, ბაქსვუდში პირველკლასელთა რეგისტრაციის გამოცხადებას ვერც ვახერხებდით, რადგან დაახლოებით ერთი წლით ადრე სწავლის დაწყებამდე მსურველთა რაოდენობა უკვე აღემატებოდა მისაღებ კონტიგენტს. სკოლის მიმართ ასეთი მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება წყნეთის სასწავლო კომპლექსი გავაფართოვოთ. შედეგად, ბაქსვუდის სკოლის დაწყებითი საფეხური 2021-2022 სასწავლო წელს უკვე ახალ კამპუსში შეხვდება“, - აცხადებენ სკოლის ადმინისტრაციაში.

აღსანიშნავია, რომ წყნეთის ახალ კამპუსს ექნება განსხვავებული, 21-ე საუკუნის უნარების განვითარებაზე მორგებული კონცეფცია, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო ოთახები, თემატური სივრცეები, მომავლის პროფესიების, ინოვაციებისა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. „ასევე, თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა სპორტული დარბაზი, რაც ხელს შეუწყობს არამარტო სკოლის სპორტული ცხოვრების კიდევ უფრო მეტ მრავალფეროვნებას, არამედ საშუალებას მოგვცემს ვუმასპინძლოთ მასშტაბურ შეჯიბრებსა და ფესტივალებს“, - ამბობენ სკოლის ადმინისტრაციაში.

ისინი ასევე განმარტავენ, რომ პირველკლასელთა რეგისტრაცია დაწყებულია და წელს, ახალი კამპუსის წყალობით, სკოლას საშუალება აქვს მეოთხე პარალელური კლასის მიღებაც გამოაცხადოს. პირველ კლასში 2021-2022 სასწავლო წლისათვის მისაღებ მოსწავლეთა რაოდენობა 80-ით განისაზღვრა.





რატომ უნდა აირჩიონ მოსწავლეებმა ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა?

გარდა იმისა, რომ სკოლას 20 წლიანი გამოცდილება და წარმატებულ კურსდამთავრებულთა 10 თაობა ჰყავს, კომპლექსი განთავსებულია უნიკალურ მწვანე გარემოში, რაც მოსწავლეების ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, აღსანიშნავია, რომ სკოლას აქვს აღზრდის ბრიტანულ-ქართული სისტემა, ყოველწლიური გაცვლითი პროგრამა ბრიტანეთის ბაქსვუდში, საერთაშორისო სასწავლო ტურები, ინგლისური ენის სწავლება და სხვა ევროპული ენების არჩევანი. მშობლებისთვის ალბათ საინტერესოა, რომ ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საგნების გარდა, ბაქსვუდის სააწავლო გეგმა მოიცავს: მომავლის პროფესიების სპეციალურ კურსებს (AR და VR ტექნოლოგიები, მიკროელექტრონიკა, რობოტიკა, პროგრამირება, 3D მოდელირება), ინგლისური ენის პრაქტიკულ კურსს, სპორტის მრავალფეროვან სახეობებს, ლოგიკასა და სახალისო მათემატიკას, უფროს კლასებში კი - არაფორმალური განათლების ბრიტანულ პროგრამასა და წინასაბაკალავრო მოდულებს. 

პანდემია და სწავლების პროცესი:

სკოლის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ბაქსვუდის სკოლა, როგორც ბრიტანული ბაქსვუდის სკოლის სრულუფლებიანი პარტნიორი საქართველოში, პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესს ახორციელებს არამხოლოდ საქართველოს ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების მიერ გამოცემული რეკომენდაციების მიხედვით, არამედ UNICEF-ისა და ამერიკის პედიატრიული ასოციაციის გზამკვლევებზე დაყრდნობით.

„შემუშავებულია სპეციალური პროტოკოლი, რომლის საფუძველზე ზედმიწევნით ხორციელდება როგორც პრევენციული ღონისძიებები, ისე შესაბამისი ზომები ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში. ოპერატიული საკომუნიკაციო სისტემისა და შესაბამისად გადამზადებული გუნდის წყალობით, ბაქსვუდის სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს“, - განმარტავენ სკოლაში.

სკოლის შესახებ ინფორმაცია: http://bit.ly/3pJ6AdZ
სარეგისტრაციო ბმული: http://bit.ly/331zhJz

ახალი კამპუსი: http://bit.ly/3bpbRlO

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები