საავადმყოფოებისა და უნივერსიტეტების ეზოებში მოწყობილ სივრცეებში თამბაქოს მოწევა სექტემბრიდან დაშვებული იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარემ, აკაკი ზოიძემ "საქმიან დილაში“ განაცხადა. მისი განმარტებით, ამ საკითხს მხარს უჭრს ჯანდაცვის კომიტეტი და შესაბამისი ცვლილება კანონში, რომლის თანახმადაც თამბაქოს მოწევა დახურულ სივრცეებსა და შენობებში აიკრძალა, სექტემბრიდან შევა. მისივე განმარტებით, სხვა დახურულ შენობებს ეს ცვლილება არ შეეხება. რაც შეეხება რესტორნებსა და კაფეებს, ის კლება რაც ამ კანონის შემდეგ დაფიქსირდა, მისი თქმით, სამომავლოდ დაბალანსებული იქნება.


































