დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში სრულად აცრილია 197 118 ადამიანი, ხოლო ვაქცინის ერთი დოზა გაკეთებული აქვს 641 242 ადამიანს. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლების 60%-ის აცრა უნდა მოესწროს, თუმცა ამ გეგმას კრიტიკულად აფასებენ ჯანდაცვის სპეციალისტები.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, სექტემბრის ბოლომდე ქვეყანას აქვს ყველანაირი რესურსი რომ 1.5 მლნ ადამიანი აიცრას. მისი განმრარტებით, ამ მაჩვენებლის მიღწევს შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ დღეში 30 000 აცრა ჩატარდება.
“ვფიქრობ, სექტემბრისთვის გვექნება ვაქცინაციის მოცვის ძალიან კარგი მაჩვენებელი. კარგია ის, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ვაქცინაციის საშუალო მაჩვენელი დღის განმავლობაშო 20 000-ია. ვაქცინაციის პროცესი ფართოვდება, სოფლის მოსახლეობისთვის ვაქცინაციის სპეციალური განკარგულება გამოიცა და აქტიურად ჩაერთვებიან მუნიციპალური საავადმყოფოები ამ პროცესში. ვაქცინების მარაგიც საკმარისია. ჩვენი სამიზნე არის დღეში 30 000 აცრის გაკეთება, ამ შემთხვევაში თვეში 900 000 აცრა გამოდის. ჩვენ სექტემბრის ბოლომდე გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მილიონ ნახევარზე მეტი აცრა ჩატარდეს. ასეთი პროგნოზი გვაქვს, რომელიც უნდა შედგეს, რადგან ამისთვის ყველანაირი რესურსი არსებობს.”-აცხადებს ჯანდაცვის მინსიტრის მოადგილე თამარ გაბუნია.




























