კვლევის მიხედვით სურსათის იმპორტი $ 1.1მლრდ-ია, ხოლო ექსპორტი $0.8 მლრდ-ია, საიდანაც სასმელები და თხილი მთელი ექსპორტის 73.3%-ს შეადგენს.

Galt&Taggart-ში აღნიშნავენ, რომ სოფლის მეურნეობაში ადგილობრივი წარმოების გააქტიურებით, საქართველოს აქვს 400 მლნ დოლარის ღირებულების იმპორტის ჩანაცვლებისა და ასევე ექსპორტის დივერსიფიცირების შესაძლებლობა.
• ხორცი და რძის პროდუქტები - 2019 წელს იმპორტი - 229 მლნ დოლარი: საქართველოს აქვს პოტენციალი გაზარდოს ქათმის და ღორის ხორცის, თევზისა და გაყინული ხორც-პროდუქტების წარმოება. რძის პროდუქტების მიმართულებით, შესაძლებელია რძის ფხვნილის იმპორტის ჩანაცვლება და რძის პროდუქტების წარმოება ადგილობრივი ნედლეულით.
• მარცვლეული, ბოსტნეული და ხილი - $236 მლნ: სიმინდის იმპორტის სრულად და ხორბლის იმპორტის ნაწილობრივი ჩანაცვლება შესაძლებელია. საქართველოს ასევე აქვს ბოსტნეულის წარმოების გაზრდის პოტენციალი. ამასთან, სამაცივრე მეურნეობების განვითარების გზით შესაძლებელია სეზონურობის შემცირება, რაც თავის მხრივ შეამცირებს იმპორტზე მოთხოვნას;
• საკვების გადამუშავება - ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავებით შესაძლებელია განვითარდეს საკვების წარმოების შემდეგი მიმართულებები: ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, ხორცპროდუქტები, ბოსტნეულის კონსერვები, მცენარეული ცხიმები და ა.შ.
Galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით სოფლის მეურნეობაში მთავარ გამოწვევად მიწების კონსოლიდაცია და დაბალი პროდუქტიულობა რჩება. მაგალითისთვის, საქართველოში 1 ჰა მიწაზე 2.5 ტონა მოსავალი მოდის, მაშინ დორესაც აშშ-ში ეს მაჩვენებელი 8.7, ევროკავშირში - 5.3, უკრაინაში - 4.9, უზბეკეთში - 4.1, თურქეთში - 3.2, ზერბაიჯანში - 3.0, სომხეთში - 2.6, რუსეთში - 2.6 ტონას უტოლდება.
