მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტორი დღეს ერთიანი იყო და კანონის უკან გაწვევას ითხოვდა - ალავერდაშვილი ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე

შალვა ალავერდაშვილი

სრულიად სექტორი დღეს იყო ერთიანი და [რუსული] კანონის უკან გაწვევას ითხოვდა, - ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა ეკონომიკის მინისტრთან ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ოც კაცზე მეტი ესწრებოდა და ყველამ ერთხმად დააფიქსირა აზრი: გაიწვიეთ ეს კანონი, ქვეყანას ეს კანონი დადებითს არაფერს მოუტანს და უკვე ვხედავთ, შედეგებს რა მოუტანა ქვეყანას ამ კანონზე ლაპარაკმა. შესაბამისად, ეს იყო მთავარი, რაზეც დღეს ვილაპარაკეთ", - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

მისივე თქმით, არსებული რეალობიდან გამომდინარე, რაც მაისში დადგა, შეხვედრაზე ორი მიმართულებით წარიმართა საუბარი. "ვისაუბრეთ იმაზე - რა უნდა გავაკეთოთ და როგორ ვიპოვოთ გამოსავალი. ერთ-ერთი თემა იყო ქონების გადასახადის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მეორე საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის გადახედვა იმაზე, როგორ დავეხმაროთ ბიზნესს. ამ თემაზე მომავალშიც ვიმსჯელებთ და იმედია, რაღაც გადაწყვეტილებამდე მივალთ", - განაცხადა მან და დასძინა, რომ შეხვედრაზე ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ "რუსული კანონის" ინიცირებიდან დღემდე, სექტორმა დიდი ზარალი ნახა.

"ამაში ეჭვი უკვე აღარავის ეპარება. კითხვის ნიშნები აღარ არის მთავრობისთვისაც, რომელიც ჯიუტად ამტკიცებდა, რომ ყველაფერი კარგად იყო. დღეს უკვე ყველა მიხვდა, რამხელა ზარალი მოუტანა ამ კანონის ინიციირებამ ქვეყანას", - აღნიშნა „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები