საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი ენერგეტიკოსების მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ მარშზე "ენერგეტიკის სექტორიდან არავინ ყიფილა".
მისი შეფასებით, ეს "საცირკო საქმიანობის მოხელეთა მარში უფრო იყო".
"გუშინ ჩატარებულა ენერგეტიკოსთა მარში, არ დამეზარა და ყველა გამოშვებას ვუყურე. პომპეზურად გამოაცხადეს ეს ის ხალხია ვისი წყალობითაც გვაქვს შუქიო. მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით ენერგეტიკის სექტორიდან მანდ არავინ ყიფილა! საცირკო საქმიანობის მოხელეთა მარში უფრო იყო",- დაწერა გიორგი ფანგანმა.
ცნობისთვის, 20 დეკემბერს ენერგეტიკოსების მარში გაიმართა. ბარათაშვილის ქუჩიდან პარლამენტამდე მსვლელობა 19:00 საათიდან დაიწყო.