მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სერბეთი ბუნებრივ აირს აზერბაიჯანისგან შეიძენს - Reuters

აზერბაიჯანი

სერბეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც სერბეთი ყოველწლიურად 400 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს აზერბაიჯანისგან შეიძენს. შეთანხმება ძალაში 2024 წლიდან შევა - ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა.

სერბეთი, რომელიც თითქმის სრულად რუსულ გაზზეა დამოკიდებული, დიდი ხანია გეგმავს, ბუნებრივი აირი აზერბაიჯანისგან შეიძინოს მას შემდეგ, რაც ბულგარეთთან დამაკავშირებელი მილსადენი სისტემის მოწყობა დასრულდება. აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, სერბეთი-ბულგარეთის ინტერკონექტორი უახლოეს მომავალში შეიქმნება.

სერბეთი ყოველწლიურად 3 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ითვისებს. შეთანხმებისამებრ, 400 მილიონიანი მოცულობა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება.

სერბეთი ევროკავშირში გაწევრიანებას გეგმავს, რის გამოც, ქვეყანა დასავლეთის ქვეყნებთან დაახლოებასა და მათი საგარეო პოლიტიკის გაზიარებას რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის შეერთებით ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი აზერბაიჯანს ენერგიის ალტერნატიულ წყაროდ განიხილავს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები