მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სერბეთის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა

ვუჩიჩი

სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდე ვუჩიჩი ქალაქ ოდესაში რეგიონულ სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ვუჩიჩის პირველი ვიზიტია უკრაინაში.

ის უკრაინაში ერთი დღით ჩავიდა, რათა უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტში მიეღო მონაწილეობა. თავად ამ სამიტს კი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვუჩიჩმა თავი შეიკავა და ხელი არ მოაწერა დეკლარაციას, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო წნეხის გაზრდას ითვალისწინებდა.

ვუჩიჩის ეს გადაწყვეტილება გასაკვირის არავისთვის არ ყოფილა, რადგან ის პრორუსულ პოლიტიკოსად ითვლება, რომელიც კრემლის რიტორიკის გატარებას ეროვნული ინტერესებით და სერბეთის სუვერენიტეტის დაცვით ამართლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები