მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სერგეი ლავროვი ხვალ ჩინეთში ჩავა

ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ხვალ ჩინეთს ეწვევა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

როგორც „როიტერი“ წერს, შეხვედრების მთავარი თემა მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობების გაღრმავება და უკრაინაში ომი იქნება. გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩინეთ-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობამ 2023 წელს რეკორდულ მაჩვენებელს, 240 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 26%-ით მეტია წინა წლების მაჩვენებელთან.

მედიის ცნობით, სერგეი ლავროვი ჩინელ კოლეგას, ვანგ ის შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ Reuters-მა მარტში გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ჩავა და პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდება, რაც ახალი ვადით გაპრეზიდენტების შემდეგ პუტინის პირველი საგარეო ვიზიტი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები