მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სერგეი ლავროვი მარკო რუბიოს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის კონკრეტული წინადადებების მომზადების შესახებ ესაუბრა - რუსეთის საგარეო

სს

28 მაისს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ლავროვი რუბიოს სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის კონკრეტული წინადადებების მომზადების შესახებ ესაუბრა.

გავრცელებული ინფორმაციით, მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა დონალდ ტრამპის მიზანს უკრაინის კონფლიქტის სწრაფ დასრულებასთან დაკავშირებით.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი განზრახვა, გააგრძელონ კონსტრუქციული და ურთიერთპატივისცემით სავსე დიალოგი რუსეთისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები