მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სერგეი ლავროვი სამდღიანი ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა

კორეა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სამდღიანი ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში იმყოფება.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩოე სონ ჰუიმ რუს კოლეგას ვონსანში უმასპინძლა. შეხვედრა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში გაიმართა და წარმოადგენს მოლაპარაკებების მეორე რაუნდს. ინფორმაციას სააგენტო რუსული TASS ავრცელებს.

შეხვედრის დაწყებისას ლავროვმა დაადასტურა ჩოეს მიერ ადრე გაჟღერებული შეფასება, რომლის მიხედვითაც რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობა „დაუმარცხებელ სამხედრო ძმობას“ წარმოადგენს. მედიის ცნობით, ლავროვმა ისიც აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა რუსეთის მხარეს იბრძოლეს უკრაინული ძალების წინააღმდეგ ქვეყნის დასავლეთ რეგიონში, კურსკში.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეა ვინსანში ტურისტული ზონის განვითარებას გეგმავს, ლავროვმა კი ამაში მხარდაჭერაც აღუთქვა.

ლავროვის ვიზიტი ქვეყანაში ხვალ დასრულდება. ლავროვი კორეიდან ჩინეთში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

ლავროვის ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში მას შემდეგ შედგა, რაც 2024 წლის ივნისში ვლადიმირ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ფხენიანში სამიტის ფარგლებში ხელი მოაწერეს „სტრატეგიული პარტნიორობის ყოვლისმომცველ ხელშეკრულებას“, რაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები