მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სერგეი შამბა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრად ინიშნება" - მედია

შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, შესაძლოა, სერგეი შამბა გახდეს. ინფორმაციას "რესპუბლიკა" ავრცელებს. ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა. სერგეი შამბა ამ დრომდე აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანია.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს რამდენიმე წელი ინალ არძინბა იკავებდა. ის ასლან ბჟანიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, გასული წლის ნოემბერში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელ წევრ ვახტანგ ყოლბაიასა და სერგეი შამბას შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა. როგორც მაშინ ვახტანგ ყოლბაიამ BMG-სთან განაცხადა, სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის დიალოგი საჭიროა. მისი თქმით, დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენელი პრაგმატულად აზროვნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები