მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სერიოზულად არის გაზრდილი რეინფიცირების შემთხვევები - გამყრელიძე

620b6e3d4958d
ინგა მურუსიძე
15.02.22 13:15
735
სერიოზულად არის გაზრდილი რეინფიცირების შემთხვევები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, საბოლოო სტატისტიკური მაჩვენებლები თებერვლის ბოლოს გახდება ცნობილი.

„მთელი რიგი ციფრები ზუსტდება და არ მინდა შეცდომა დავუშვა. სერიოზულად არის გაზრდილი რეინფიცირება ომიკრონის პერიოდში. გვაქვს როგორც მეორედ დაინფიცირება, ასევე მესამედაც. თებერვლის ბოლოსთვის ამ მონაცემებს წარმოგიდგენთ.

ომიკრონის გადატანის შემთხვევაში დადასტურებული არ გვაქვს, რომ ადამიანს კვლავ ომიკრონი გადაეტანოს. თუმცა ერთი ვიცით, რომ „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ იმუნიტეტი ისეთი ძლიერი არ არის, როგორც სხვა შტამების დროს იყო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები