მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სერიოზულად შეშფოთებულები ვართ საქართველოს გამო - სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი

სლოვნ

სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტანია ფაიონი აცხადებს, რომ ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო. ამის შესახებ მან NATO-ს მინისტერიალის დახურული სხდომის დაწყებამდე მედიასთან ისაუბრა.

"მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიას, პრესის თავისუფლებას და ქვეყნის ევროპულ მისწრაფებას და სერიოზულად ვართ შეშფოთებული. წლების წინ თავად ვიყავი ვიზალიბერალიზაციის მომხრე და მაშინ ყველაზე ნათელი იყო, რომ ქართველები თავს გულით ევროპულად გრძნობდნენ. ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო წლებშიც იგივეს ვიხილავთ საქართველოსგან და ჩვენ მხოლოდ მხარდამჭერის როლს შევასრულებთ", - განაცხადა ტანია ფაიონმა.

ცნობისთვის, ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელი შეხვედრის ორი ძირითადი თემა ევროპის თავდაცვის გაძლიერება და უკრაინის მხარდაჭერაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები