"ვფიქრობთ, სერიოზული რეფორმების გატარებას ენერგეტიკის სფეროში და ეს რეფორმები იქნება იმის გარანტია, რომ მივაღწიოთ თვითკმარობას, როდესაც მოხმარებას გადააჭარბებს გამომუშავება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძე ირწმუნება, რომ მთავრობის გეგმით 2030 წელს ქვეყანამ თვითკმარობას უნდა მიაღწიოს.
„რაც შეეხება ენერგეტიკას, გვაქვს გეგმა, რომ 2030 წლისთვის მივაღწიოთ თვითკმარობას, როდესაც მოხმარებას გადააჭარბებს გამომუშავება. დაახლოებით 10 ათასი მეგავატია ამისათვის საჭირო და მივყვებით გეგმას. ვფიქრობთ, სერიოზული რეფორმების გატარებას ენერგეტიკის სფეროში და ეს რეფორმები იქნება იმის გარანტია, რომ ეს გეგმა პირნათლად შესრულდება“, - განაცხადა პრემიერმა.