მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სერვისის გაუმჯობესებისთვის 1000-ზე მეტ კადრს ვამზადებთ -აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

643854e0dd5f6
ალა ისპირიანი
14.04.23 00:17
822
აჭარაში ზაფხულის ტურისტულ სეზონს წელს შედარებით ადრე დაიწყებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებლები უკვე გაზრდილია, წინა მოსამზადებელი სამუშაოები კი როგორც ბათუმში, ისე აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

ტურისტების მიღებისა და მომსახურებისთვის აუცილებელია გამართული სერვისები, რისთვისაც შესაბამისი მიმართულებით დასაქმებული ადამიანებია საჭირო.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, რომ სერვისის ნაწილში კადრების დეფიციტი აჭარაში კვლავ გამოწვევაა, თუმცა აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი საკითზე აქტიურად მუშაობს.

„სერვისი საკითხები გამოწვევაა, რომელზეც კერძო სექტორთან და სხვადასხვა უწყებასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი ამზადებს 1000-ზე მეტ პირს, რომლებიც ტურიზმის მიმართულებით არიან დასაქმებული - ეს ყველა ის ტრენინგია, რომელიც კერძო სექტორის უშუალო მოთხოვნით და რეკომენდაციებით დაიგეგმა. ეს არის მასტერკლასები, მოდელირებული სატრენინგო პროგრამები, რომლებიც იმ საჭიროებებზეა მორგებული რომელიც სექტორშია.

ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება და პროფესიულ სასწავლებლებთან ერთად სიღრმისეულად განიხილება ყველა ის საჭიროება, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში სერვისი გაუმჯობესებას“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები