მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეს-ი კორონავირუსის პრევენციის მიზნით აგრარული ბაზრების მონიტორინგს აგრძელებს

5f1bd9147bd86
თელარა გელანტია
25.07.20 11:01
986
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო შრომის და თბილისის მუნიციპალურ ინსპექციასთან და შემოსავლების სამსახურთან ერთად სხვადასხვა ობიექტს ამოწმებს.

როგორც bm.ge-ის სეს-იდან აცნობეს, აგრარული ბაზრების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მაკონტროლებელი უწყებები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს აცნობენ, რაც მომხმარებლის ნაკადის რეგულირებას, დისტანციის დაცვას, თერმოსკრინინგს, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას, მომხმარებლისა და პერსონალის შესაბამისი დამცავი საშუალებებით აღჭურვას გულისხმობს.

იმ ობიექტებში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მომატებული საფრთხე და პრევენციისთვის შეუსაბამო ვითარება გამოვლინდა, გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების წესების დაცვაზე მონიტორინგის პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებში სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს ამოწმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები