მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეს-ის წარმომადგენლები დღეს ე.წ. დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდნენ

5eb961d994f79
ინგა მურუსიძე
11.05.20 18:48
1157
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცალო აგრარული ბაზრის (შპს „ბეტა“) მოვაჭრეებს შეხვდნენ და კიდევ ერთხელ განუმარტეს ის რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც სავალდებულოა ბაზრის ფუნქციონირებისთვის. როგორც bm.ge-ის სააგენტოდან აცნობეს, ამ დროისათვის მუშაობს შპს „ბეტას“ საბითუმო ბაზარი, ხოლო საცალო ბაზრის მოვაჭრეები საქმიანობის გაგრძელებას მოითხოვენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე აგრარული ბაზრის ადმინისტრაციას შეხვდა და ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რათა მოვაჭრეებმა უმოკლეს პერიოდში შეძლონ საქმიანობის განახლება.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, ბაზრის ადმინისტრაცია და პერსონალი გამოთქვამს მზადყოფნას, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და განახორციელონ შესაბამისი სარეაბილიტაცო სამუშაოები.

დღეისათვის დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ უკვე ფუნქციონირებს საბითუმო და საცალო აგრარული ბაზრები.
სურსათის ეროვნული სააგენტო უსაფრთხოების წესებისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები