მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სეს-მა გორში ხორცპროდუქტების შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა და საწარმოო პროცესი შეუჩერა

ხორცის წარმოება
27.03.26 14:37
1122

არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის შედეგად, გორის სოფელ დიდ გარეჯვარში, ხორცპროდუქტების შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"ფიზიკური პირი ვ. მ. (მის: გორის რაიონი, სოფ. დიდი გარეჯვარი) კუსტარულად მოწყობილ შესაბოლ ობიექტზე, ჰიგიენური ნორმების სრული დარღვევით, აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა ხორცპროდუქტებს; გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი", - წერია პრესრელიზში.

ხორცი და ხორცპროდუქტები მაღალი რისკის სურსათს განეკუთვნება და მათი კონტროლი სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები