მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სეს-მა ქვემო ქართლში ცხენების უკანონო სასაკლაო აღმოაჩინა - პირი 1000 ლარით დაჯარიმდა

637b4aaf1b2e9
BM.GE
21.11.22 14:21
507
სეს-მა ქვემო ქართლში ცხენების უკანონო სასაკლაო აღმოაჩინა - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა, საპატრულო პოლიციის ჩართულობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში ფიზიკური პირის, გოგა ბაქუზანოვის ეზოში უკანონო, კუსტარულად მოწყობილი სასაკლაო გამოავლინეს, სადაც ხდებოდა ცხენების დაკვლა.

„ფიზიკურ პირს დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და საქმე, შემდგომი მოკვლევის მიზნით, სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნა“, - ნათქვამია სეს-ის პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები