მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეს-მა საზამთრო და ნესვი ნიტრატების შემცველობაზე შეამოწმა - შედეგები

6304b8a1894b8
BM.GE
23.08.22 15:20
4007
მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა სარეალიზაციო ობიექტებიდან შესამოწმებლად ადგილობრივი წარმოების საზამთროსა და ნესვის 51 ნიმუში აიღეს.

უწყების ცნობით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა არცერთ ნიმუშში არ გამოვლენილა.

"სურსათის ეროვნული სააგენტო სეზონურ ბოსტნეულსა და ბაღჩეულს ნიტრატების შემცველობაზე რეგულარულად ამოწმებს. მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ 100-მდე ნიმუშის აღება-შემოწმებაა დაგეგმილი",-ნათქვამია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები