მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სესის მოკვლევა ბაღებში: აღებული 500-ზე მეტი ნიმუშიდან 81 შემოწმდა - დარღვევა ჯერჯერობით არცერთში არ გამოვლენილა

კერძო ბაღი

სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ, გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით მოკვლევას აგრძელებს.

უწყების ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევისთვის სულ აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათისა და სასმელი წყლის 502 ნიმუში.

ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე ჩატარებული ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, შემოწმებული 81 ნიმუშიდან დარღვევა არცერთში არ დადასტურდა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ დანარჩენი ნიმუშების კვლევის შედეგები საზოგადოებისთვის ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

18 სექტემბერს, დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათეულობით ბავშვი, რომელიც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღში დადის, კლინიკაში მოხვდა ინტოქსიკაციის ნიშნებით.

ბავშვები პირღებინებას და მუცლის ტკივილს უჩიოდნენ. მოგვიანებით 19 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ "100-ს გადააჭარბა ბაღის ბავშვების რაოდენობამ, რომელთაც მოწამვლის სიმპტომების გამო ჰოსპიტალიზება დასჭირდათ". უკვე დღეს, 20 სექტემბერს NCDC-მ თქვა, რომ ლაბორატორიული კვლევის წინასწარი შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი, მაღალი ალბათობით, ნოროვირუსი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები