მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სესხები ძვირდება - როგორ აისახება გაზრდილი განაკვეთები დაკრედიტებასა და ბიზნესზე

საქართველოში სესხები გაძვირების ტენდენცია გრძელდება. მიმდინარე წლის ივლისში საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 13.5% შეადგინა, ეს მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 12.9%-ს შეადგენდა. უფრო მკვეთრად, 1.2 პროცენტული პუნქტითაა გაძვირებული ლარის სესხები, რომელთა საშუალო საპროცენტო განაკვეთმა ივლისში 15.7%-ს მიაღწია. ძვირდება იპოთეკური სესხებიც, რომლის განაკვეთიც ბოლო მონაცემებით 13%-ს აჭარბებს. ამ ფონზე, ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი, მათ შორის დეველოპერული სექტორი ამბობს, რომ გაძვირებული სესხები ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. აღსანიშნავია, რომ კრედიტების გაძვირების ფონზე, მცირდება ახლადგაცემული იპოთეკური სესხების რაოდენობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები