მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სესხი თვითდასაქმებულებისთვის“ - „ევროკრედიტის“ ახალი პროდუქტი მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია

„სესხი თვითდასაქმებულებისთვის“ - „ევროკრედიტის“ ახალი პროდუქტი მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია
05.02.24 19:51
175

ევროკრედიტმამომხმარებელს ახალ პროდუქტი "სესხი თვითდასაქმებულებისთვის" შესთავაზა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, შეთავაზება უკვე ძალაშია და ის მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, დამატებითი ბარიერების მოხსნის მიზნით დაინერგა. გარდა ამისა, კომპანია მომხმარებელს სესხის 5 თვის პროცენტს საჩუქრად სთავაზობს. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემასაქმიან დილაში“ "ევროკრედიტის" საოპერაციო დირექტორმა, სალომე გიორგბერიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარზე ბევრი თვითდასაქმებულია და მათი შემოსავლების დადგენა ტრადიციული კრიტერიუმებისგან განსხვავებული წესით ხდება, მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებით, "ევროკრედიტმა" მათთვის ახალი პროდუქტის შეთავაზება გადაწყვიტა, რომელიც ხელს მათი მცირე ბიზნესის განვითარებას შეუწყობს.

აღსანიშნავია, რომ სესხით სარგებლობას შეძლებენ რეპეტიტორები, ტაქსის მძღოლები და სხვა თვითდასაქმებულები, ანუ ის ადამიანები, რომლებსაც ანაზღაურება, შესაძლოა, ბანკში არ ერიცხებათ.

სესხით სარგებლობა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რომელიც 21 წლიდან 75 წლამდე კატეგორიაში ხვდება. ჩვენს ვსწავლობთ მომხმარებლებს, რომლებიც საკუთარ სესხებს წარმატებით ემსახურებიან და ვიფიქრეთ, მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლონ.

მაგალითისთვის, ტაქსის მძღოლს, სესხის უზრუნველსაყოფად საკუთარი ავტომობილის წარმოდგენა შეუძლია. ეს შეთავაზება მისთვის საინტერესო შეიძლება იყოს. დეტალურად შევისწავლით საჭიროებას და შევთავაზებთ შესაბამის სასესხო ლიმიტს.

ჩვენ ვაკვირდებით მომხმარებელთა ქცევას. ვაწარმოებთ ანალიტიკას, ვეცნობით ბაზარზე არსებულ პირობებს და ჯამში ყველაფერი გვაძლევს სურათს, რომ დავგეგმოთ სტრატეგიები. რაც შეეხება რისკებსა და პოტენციურ სარგებელს - შესწავლილია და სწორედ ამიტომ ვიქნებით ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულნი. ამ ეტაპზე შესაძლებლობა არსებობს, რომ ამ ადამიანებს მოვემსახუროთ და მათი საჭიროებები სწრაფად დავაკმაყოფილოთ", - აცხადებს გიორგბერიძე.

"ევროკრედიტის" საოპერაციო დირექტორი ამბობს, რომ კომპანიას უნდოდა იმ ერთ-ერთ კომპანიათა შორის ყოფილიყო, რომლებიც ამ სახის ბიზნეს სესხებს მხარს უჭერენ. ის აღნიშნავს, რომ ასეთი ტიპის სესხებით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება სწრაფად, დამატებითი ბიუროკრატიული ნაბიჯების გავლის გარეშე ხდება.

"ველით, რომ პროდუქტზე მოთხოვნა იქნება, რადგან ერთი მხრივ, ეს არის ალტერნატიულ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. მეორე მხრივ კი, ასევე არსებობს და იარსებებს კომპანიაევროკრედიტისსახით, რომელიც მომხმარებელთა საჭიროებებს მუდმივად მოუსმენს და ეცდება ამ საჭიროებებს უპასუხოს", - განაცხადა "ევროკრედიტის" საოპერაციო დირექტორმა.

სალომე გიორგბერიძის განმარტებით, ყოველი სესხის მომსახურების შემდეგ, მომხმარებლის საკრედიტო რეიტინგი მეტად მზად არის იმისთვის, რომ უფრო მოცულობით სესხს მოემსახუროს.