ბიზნესმენი, რძის მწარმოებელი კომპანია „ყვარლის ბაგას“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ პროდუქტის ფასების რეგულირების პრობლემა მრავალწახნაგიანი და ფაქიზი თემაა. ფასების კომისიასთან მწარმოებლების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ მან განაცხადა, რომ რეგულირების ჩარჩოს შექმნა "არ არის ადვილი საქმე, მაგრამ შესაძლებელია".
პაპაშვილი თვლის, რომ ფასების შემცირებაზე ზეგავლენისთვის რესურსი შეიძლება არსებობდეს საბანკო კრედიტების გაიაფებაში, ასევე უმსხვილეს გლობალურ კომპანიებთან მოლაპარაკებებში და მარკეტების რაოდენობის ოპტიმიზაციაში.
„მრავალწახნაგიანი პრობლემაა, არ არის მარტივი გადასაწყვეტი... არის ბრიტანული, ფრანგული, რუსული მოდელი - სხვადასხვა მოდელების არსებობს როგორ დაიცავ შენს ადგილობრივ წარმოებას. ბრიტანეთმა უარი თქვა და არ იცავს თავის წარმოებას, ფაქტობრივად განადგურებული აქვს თავის სოფლის მეურნეობა, მაგრამ ამით უნდოდა მიეღწია დაბალი ფასებისთვის. ნაწილობრივ მიაღწიეს, მაგრამ აღარ არსებობს ადგილობრივი წარმოება.
[ფასების შემცირების სივრცე] მრავალმხრივ არის. ერთ-ერთი გზა მსოფლიო გიგანტები ვინც არიან, მათთან მოლაპარაკებებია; ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა საბანკო სექტორი და კრედიტების გაიაფებაა; ასევე უფრო მიზანმიმართული სუბსიდიები, რასაც ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ისედაც აკეთებს“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა და კითხვაზე - გადის თუ არა ეს პრობლემა მწარმოებლების, დისტრიბუტორების და ქსელურ მარკეტების ურთიერთობაზე არ გადის ეს პრობლემა, ბიზნესმენი პასუხობს, რომ გადის, თუმცა მას უშუალოდ მარკეტებთან კომუნიკაცია არ აქვს.
„მე ნაკლებად მაქვს [ქსელურ მარკეტებთან] ურთიერთობა. ჩვენ რძეს გადამმუშავებლებს ვაწვდით და ისინი არიან ჩართულები [მარკეტებთან ურთიერთობაში]. ქსელების მხრივ, ვფიქრობ, ძალიან დიდი კონკურენციაა და ერთ ქუჩაზე შეიძლება 5 მარკეტი შეგხვდეს. მათ შორის ეს დიდი კაპიტალური დანახარჯებია. ერთი მაღაზია რომ გახსნა 1 მლნ დოლარი გინდა - რემონტში, დანადგარებში და მოსახლეობაც წუხდება, შეიძლება ცოტა ამის რეგულირება. ნაკლები მაღაზია კი არ უნდა იყოს, იქ უნდა იყოს სადაც საჭიროა. მე მაგალითი მოვიყვანე, რომ ბანკომატების სიმრავლეა...
მთავრობა ძიებაშია რომელ გზას დაადგეს - იმიტომ შექმნა ერთი კომიტეტი, მეორე კომიტეტი და ბიზნესსაც იმიტომ ხდება და რომ ძიებაშია რომელ გზას დაადგეს - რომელია უფრო ოპტიმალური. მე არ ვიცი მსოფლიოში ასეთი რეცეპტი, რომ ასე გავაკეთოთ და კარგად იქნება საქმე. ძალიან ფაქიზი თემაა. არ არის ადვილი, და ჩემი რჩევა იყოს 10-15 მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი ჩაერთოს პროცესში და თავისი გეგმა დადონ როგორ წარმოუდგენიათ, იმიტომ რომ ყველაზე კარგად ჩვენ ვიცით, სად შეიძლება რაღაც გამოსავლების და ფასთა რეგულირების გზის პოვნა ისე, რომ არ დაზიანდნენ მონაწილეები“, - განაცხადა პაპაშვილმა.




























