მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სესხებზე მოთხოვნა არის, მაგრამ ყველაფერი გავაჩერეთ - "რიკო კრედიტი"

5ec1265b5aa89
ანუკა ჯოხაძე
17.05.20 17:10
1157
"სესხებზე მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ყველაფერი გაჩერებული გვაქვს”, - ამის შესახებ BM.GE-ისთან „რიკო კრედიტის“ ხელმძღვანელმა ლაშა ნიკოლაიშვილმა განაცხადა.

როგორც ნიკოლაიშვილი ამბობს, მომხმარებლისთვის მათ პრუდუქტებთან ხელმისაწვდომობა, სავარაუდოდ, ივნისში აღდგება.

"მივიღეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება, სესხებს არ გავცემთ. მოთხოვნა სესხებზე, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ეს ყველაფერი გაჩერებული გვაქვს. ვფიქრობთ, ივნისში უკვე სასესხო, სალომბარდე და იპოთეკური სერვისები უნდა აღვადგინოთ“, - აცხადებს “რიკო კრედიტის” ხელმძღვანელი ლაშა ნიკოლაიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები