გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესებისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ აფრთხილებს.
უწყების ცნობით, 30 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 31 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ხოლო ჩრდილოეთით მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ნალექი.
ასევე, მოსალოდნელია: ელჭექი, სეტყვა და ნისლი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტებით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს.
საფრთხის დონე საშუალოდაა შეფასებული.




























