მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი დააკავეს

12

დაკავებულია „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი (გიგა) წულეისკირი. ინფორმაცია BMG-ის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ჯერჯერობით სხვა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ. "იმედის" ინფორმაციით, საქმე ეხება მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის დაუფლებას.

„სფერო ჰოლდინგს“ ბოლო თვეებია არაერთი მომჩივანი ჰყავს. "ტვ პირველთან" საუბრისას მოქალაქეები ამბობენ, რომ ბანკიდან სესხი აიღეს და ინვესტიციის სახით კომპანიაში ჩადეს. დაზარალებულთა ნაწილი ამბობს, რომ ჩადებული ფულის სანაცვლოდ კომპანიას ბინით უნდა უზრუნველყო. მოქალაქეების განცხადებით, „სფერო ჰოლდინგმა“ კონტრაქტით აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა და ათეულობით ადამიანი დაზარალებული აღმოჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები