მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შაბათ-კვირის შეზღუდვა და "კომენდანტის საათი" რესტორნებისთვის კვლავ გამოწვევაა - ქოქიაშვილი

603667f0f1eeb
ელენე გოგბერაშვილი
24.02.21 21:20
1431
საკოორიდინაციო საბჭომ 1 მარტიდან ბათუმში, 8 მარტიდან კი მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნების შიდა სივრცეების გახსნა დაუშვა, თუმცა რა რეგულაციების დაცვით მოუწევს რესტორნებს გახსნა, ამ ეტაპზე ბიზნესისთვის ცნობილი არ არის.

რესტორატორი ლევან ქოიაშვილი ამბობს, რომ შეზღუდვების მოხსნა რესტორნების შიდა სივრცეებზე იმ პირობებში, როცა კომენდანტის საათი და შაბათ-კვირის შეზღუდვა ძალაში რჩება, რესტორნების დიდი ნაწილისთვის, არაფერს ნიშნავს. მითუმეტეს თუ კვადრატულ მეტრზე ადამიანთა დაშვება კიდევ უფრო შეიზღუდა, გახსნის გადაწყვეტილებას ძირითადად დიდი ფართის მქონე, რესტორნების 15-20% თუ მიიღებს.

„ეს მოცემულობა სულ დაკეტილი რომ ვიყავით იმას სჯობია, მაგრამ ისევ რჩება მთავარ გამოწვევად შაბათ-კვირის გახსნა და კომენდანტის საათის საღამოს 23 საათამდე გადაწევა ან საერთოდ მოხსნა. ეს არის რესტორნისთვის ყველაზე გადამწყვეტი იმიტომ, რომ მთავარი შემოსავალი რესტორანში შემოდის ან შაბათ-კვირას, როდესაც ადამიანები სამსახურიდან ისვენებენ, ან საღამოს, როცა სამსახურს ასრულებენ და სავახშმოდ მიდიან.

ერთ-ერთი თემა, რაც გაჟღერდა, ეს არის 5 კვადრატულზე ერთი ადამიანის დაშვება. ეს რეგულაცია რომ მიიღონ, ეს იქნება სერიოზული პრობლემა. პატარა რესტორნებს არ ექნებათ არანაირი შესაძლებლობა გაიხსნან ასეთი მიდგომით. საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა სარესტორნო სექტორისთვის.

ამ ეტაპზე არ ვფიქრობ, რომ რომელიმე რესტორანი გაიხსნას. ეს იქნება მიახლოებით 15-20% რესტორნების, რომელსაც აქვთ ძალიან დიდი ფართები. პატარები არ გაიხსნებიან ამ რეგულაციებით“, - აცხადებს ლევან ქოქიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები