მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შაბათს იქნება ვიზიტი აზერბაიჯანში... ამას მოჰყვება 1 კვირაში ვიზიტი სომხეთში" - პრემიერი

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბრიუსელის შემდეგ ვიზიტით აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რიგითობა არ არის შემთხვევითი და საქართველოს როლი რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაა.

" მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია და შემთხვევითი არ არის, რომ ბრიუსელთან ვიზიტის შემდეგ, ვიზიტები შედგება მეზობელ ქვეყნებში. შაბათს იქნება ვიზიტი აზერბაიჯანში. ამას მოჰყვება 1 კვირაში ვიზიტი სომხეთში. რა თქმა უნდა ყველა საკითხზე გვექნება საუბარი, რომელიც უკავშირდება ორმხრივ თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა და აქ იცით, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ასრულებდა უმნიშვნელოვანეს როლს. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები და ხელი შევუწყოთ მშვიდობას ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში 19 თებერვალს გაემგზავრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები