შაჰინთან და ტერნერთან განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მომავალი არჩევნები, რუსული ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი და შავი ზღვრის უსაფრთხოება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.
„მივესალმე საქართველოს მეგობრებს, სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს.
განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მომავალი არჩევნები, რუსული ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი და შავი ზღვრის უსაფრთხოება. მათი ვიზიტი აშშ-ის მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია,” - წერს ზურაბიშვილი.