„შაინ ენერჯიმ“ წარმატებით განახორციელა ახალი მზის ელექტროსადგურის პროექტი, კომპანია ‘’BAG‘’- ისთვის, რომლის სიმძლავრე 600 kW (DC) შეადგენს. მისი წლიური საპროგნოზო გენერაცია 850 000 – 900 000 კვტ/სთ-ია.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს პროექტი არის კიდევ ერთი ნაბიჯი ქვეყნის ეკოლოგიური და ენერგოეფექტური მომავლისკენ.
ინფორმაციისთვის, პროექტში გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები, კერძოდ:
მზის მოდულების დადგმული სიმძლავრე (DC) - 600 კვტ, გამოყენებული ბრენდი ASTRONERGY
ინვერტერების დადგმული სიმძლავრე (AC) – 500 კვტ; გამოყენებული ბრენდი HUAWEI
კონსტრუქცია - გალვანიზირებული მეტალი - გამოყენებული ბრენდი ISOTEC