"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უნგრეთში გაემგზავრა, სადაც ვიქტორ ორბანს შეხვდება.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილი შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს ლასლო კოვერს და პრეზიდენტს ტამაშ შუიოკსაც.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს არიან "ოცნების" პარლამენტის შემდეგი პირები არიან: ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი, ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გენრიეტა წიწავა და "ოცნების" პარლამენტის უნგრეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი.
შეგახსენებთ, ვიქტორ ორბანმა "ოცნებას" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ეგზიტპოლის გამოცხადებიდან 15 წუთზე ნაკლებ დროში მოულოცა. ეს ამ დრომდე ერთადერთი მილოცვაა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მხრიდან.




























