მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შამუგია ირწმუნება, რომ იმპორტის გადასახადის გაზრდა შაქარს არ გააძვირებს

ჰალსტუხით

დღეიდან, შაქრის იმპორტიორ კომპანიებს, ქვეყანაში შაქრის შემოტანისას, საიმპორტო ბაჟის გადახდა მოუწევთ. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ 10 ნოემბერს მიიღო.

დღეს BMG გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან დაინტერესდა, თუ რატომ მიიღო პრემიერ-მინისტრმა ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან იმპორტის გადასახადის გაზრდა დიდი ალბათობით შაქრის ფასის ზრდას გამოიწვევს.

“ამ საკითხზე აქტიურად მუშაობდა ეკონომიკის სამინისტრო, თუმცა ჩვენ საქმის კურსში ვართ პროცესების, რა როგორ მიდიოდა. მთავარი წინაპირობა ამ გადაწყვეტილებისთვის იყო შესაბამისი კონკურენტული გარემოს შექმნა, პირველ რიგში ადგილობრივი წარმოება და ის 500 დასაქმებული, რომელიც კონკრეტულ საწარმოში არის. ეს არის საწარმოს მუშაობისთვის ხელშეწყობა, ვინაიდან დღეს ბაზარზე შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ იმპორტი ხორციელდება იმდენად დაბალ ფასში, რომ საწარმო გაჩერების პირას დადგა.

ეკონომიკის სამინისტრომ შესაბამის სამსახურებთან ერთად კონკურენტული პირობების შესაქმნელად შესაბამისი პირობები განახორციელა და გადავწყვიტეთ, რომ ასეთი მექანიზმი შემოგვეღო. მსგავსი მექანიზმი შემოვიღეთ ფქვილზეც”, - თქვა შამუგიამ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ასეთი კომპანია ერთია - “აგარის შაქარი”, მინისტრმა უპასუხა, რომ იქ 500 ადამიანია დასაქმებული.

“დღეს არანაირი წინაპირობა არ არის იმისთვის, რომ შაქარზე ფასი გაიზარდოს. ამ საკითხების განხილვებში დეტალურად არ ვყოფილვარ ჩართული, თუმცა გადაწყვეტილების ერთ-ერთი წინაპირობა იყო ის, რომ შაქრის ფასზე სტაბილურობა შენარჩუნებულიყო ბაზარზე. შევხედოთ პროცესებს, მე ვფიქრობ, რომ ამის საჭიროება არ არის”, - განაცხადა შამუგიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები