მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Shandong Port Group-მა აშშ-ის მიერ სანქცირებულ ტანკერებს თავის პორტებში შესვლა აუკრძალა - Reuters

ჩინეთი

ჩინეთის უმსხვილესმა Shandong Port Group-მა აშშ-ის მიერ სანქცირებულ ტანკერებს თავის პორტებში შესვლა აუკრძალა. Shandong Port Group-ის მართვაში არსებული პორტები აშშ-ის მიერ სანქცირებული ნავთობის იმპორტის ძირითადი ტერმინალებია.

შარშან ამ პორტებში ირანიდან, რუსეთიდან და ვენესუელიდან დღიურად დაახლოებით 1.74 მლნ ბარელი ნავთობი შედიოდა, რაც ჩინეთის ჯამური იმპორტის დაახლოებით 17% იყო.

გასულ თვეში ვაშინგტონმა დამატებითი სანქციები დაუწესა კომპანიებსა და ჩრდილოვან ფლოტს, რომლებსაც ირანული ნავთობი გადაჰქონდათ. არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომლის ადმინისტრაციაც 20 იანვრიდან დაიწყებს მუშაობას მოსალოდნელია, რომ ირანის მიმართ სანქციებს გაამკაცრებს. როგორც Reuters წერს, Shandong Port Group-ის ეს გადაწყვეტილება ჩინეთში, რომელიც მსოფლიოს უმსხვილეს ნავთობიმპორტიორი ქვეყანაა იმპორტი შენელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები