“ნანუკას ფონდის” საბანკო ანგარიშები სხვა 4 ფონდის მსგავსად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე პროკურატურამ საბოტაჟის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 17 მარტს დააყადაღა.
ნანუკა ჟორჟოლიანს ჯერ სასამართლოს განჩინება არ ჩაჰბარებია, შესაბამისად ამ დრომდე უცნობია კონკრეტულად რომელი სამართლებრივი საფუძვლით და რა შინაარსით არის ყადაღა დადებული მისი ფონდის ანგარიშებზე. პროკურატურის განცხადებაში არ ხდება ფონდების დიფერენცირება, მათი პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზება და დასაბუთება, თუ კონკრეტულ ფონდებს რაზე ედავებიან.
ნანუკა ჟორჟოლიანი BMG-ს გადაცემა რედაქტ2-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ფონდის ანგარიშზე 400 000 ლარზე მეტი იდო, რომელიც მათ შორის ბავშვების გადაუდებელ სამედიცინო საჭიროებებს უნდა მოხმარებოდა.
„ფონდი დაახლოებით 40 ათას ლარს ხარჯავდა თვეში პატიმრებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. მაგალითად, 300 000 ლარი დახარჯა გურიისთვის, 120 000 ლარი დაიხარჯა სოციალურად დაუცველებისთვის და იმ ბავშვებისთვის, რომელთაც მედიკამენტები სჭირდებოდა და საჭმელი, საკვები, რეანომობილები თურქეთში გადაყვანისთვუს. ეს ფონდი რატომ იყო ეფექტური, რომ როცა მიმართავ სახელმწიფო სტრუქტურას დასახმარებლად იქ არის მთელი ბიუროკრატიული საკითხები, დოკუმენტები და ა.შ ამ ბიუროკრატიულ ბარიერებს არ გადიოდნენ ჩვენთან, ეფექტური იყო სწრაფი რეაგირების გამო. ვახერხებდით კვირაში 3 ბავშვი წაგვეყვანა წამოგვეყვანა რეანომობილით.
ჩვენ თუ 40 000 ლარს პოლიტიკური კონტექსტისთვის ვხარჯავდით, 100 ათასობით ლარს ვხარჯავდით იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არც კი ვიცით ვისი ამომრჩევლები იყვნენ. გვქონდა დანახარჯი მაგალითად, ბებოსთვის ჩაჭრილი ელექტროენერგიისთვის, ნისიების რვეულისთვის, მრავალშვილიანი ოჯახისთვის, რომელიც ღია ცის ქვეშ დარჩა, ძალადობის მსხვერპლი ქალისთვის ანუ ყველა შინაარსი და კონტექსტი იყო.
კარგი არ მოგწონს ჩემი დანახარჯი, მაგრამ შენ ხარ სახელმწიფო და ხედავ ეს ფონდი რამდენ რამეს აკეთებს, მითხარი, რომ გაძლევ გაფრთხილებას, რადგან შენ ბავშვების სიცოცხლის შენარჩუნებაშიც ხარ ჩართული და სხვა ტიპის შინაარსის დანახარჯიც გაქვს, შენ ნანუკა ჟორჟოლიანს გაფრთხილებ, რომ პოლიტიკური გადარიცხვები აუკრძალო შენს თავს და მაგალითად ბავშვების ნაწილს გიტოვებ. და მე ამაზე წინააღმდეგი წავიდოდი?!ეს შანსი რომ ჩემთვის მოეცათ, რომ მე ბავშვების გადარჩენა შემძლებოდა იმ ფინანსებით, თქვენი აზრით რას ვიზამდი?! სხვა გზას ვნახავდი პატიმრების დასახმარებლად და ამ რესურსს გამოვიყენებდი ბავშვებისთვის და სოციალური დაუცველებისთვის. ამიტომ არის ეს გადაწყვეტილება მავნებლური.
იმიტომ, რომ შენ გაღიზიანებს რაღაც ფონდია ეფექტურობა პოლიტიკურ ნაწილში, ამის გამო დააზარალო ბავშვი.... დაბრმავებული ბავშვისთვის ოპერაცია მქონდა გასაკეთებელი და ხვალ ბავშვი მყავდა წამოსაყვანი რეანომობილით ანუ იმდენად მნიშვნელოვან პროცესს აზარალებ, რომ მე მართლა მგონია, რომ არცერთი პოლიტიკური პროცესი და არაფერი ამ სამყაროში არ არის იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ამ ბავშვების სიცოცხლე“,-განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.