მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შანხაიში რობოტაქსების გამოძახება უკვე შესაძლებელია

5f0cb44408c02
თამთა ჯიჯავაძე
13.07.20 23:18
1413
შანხაის ერთ-ერთ უბანში უპილოტო ტაქსები გამოჩნდნენ. The World Economic Forum-ის ინფორმაციით, რობოტაქსებს ადამიანების გარეშე იმართევა, თუმცა, საჭესთან თავის დაზღვევის მიზნით მაინც ზის მძღოლი, რათა გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმოქმედოს.

რობოტაქსები სპეციალური კომპიუტერული სისტემით იმართება, რომლის საშუალებითაც სისტემა აგროვებს ინფორმაციას, ამუშავებს და სწრაფად რეაგირებს მასზე. სისტემას ისეთი ინფორმაციის ამოცნობაც შეუძლია, როგორიცაა მაგალითად, რამდენი ქვეითი გადაადგილდება ახლოს და მის წინ მიმავალი ავტომობილი გადადის თუ არა სხვა ზოლში.

აღსანიშნავია, რომ რობოტაქსი პირველი თვითმართვადი ტაქსია, რომელსაც შანხაიში გადაადგილების ნებართვა მისცეს. აღნიშნული ტაქსები ქალაქის ქუჩებში კომპანია Didi Chuxing-ის საპილოტე პროგრამის ფარგლებში გამოჩნდნენ. კომპანია თავისი აპლიკაციის მეშვეობით 18–დან 70 წლამდე ასაკის ადამიანებს უფასო ტესტ-დრაივის შესაძლებლობასაც აძლევს.

როგორც Didi-ს პრესსპიკერი ამბობს, ამ დრომდე დაახლოებით 10 000-მა ადამიანმა ისურვა ტესტ-დრაივზე ჩაწერა.

„რიგი საკმაოდ დიდია. ადამიანებს მოუწევთ რამდენიმე დღე ლოდინი მანამ, ვიდრე მათი რიგი მოვა“, – განაცხადეს კომპანიაში.

შანხაის გარდა, რობოტაქსების მიმართ ინტერესი ჩინეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში გაჩნდა. მაგალითად ტექნოლოგიურმა გიგანტმა Baidu-მ 45 რობოტაქსი გაუშვა ქალაქ ჩანშაში. ასევე მიმდინარე შემოდგომაზე რობოტაქსები გამოჩნდება პეკინშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები