მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შაქრის იმპორტი გაიზარდა - მთავარ საიმპორტო ბაზარზე გაიზარდა ფასიც

იმპორტი

მიმდინარე წლის პირველი 10 თვეში ქვეყანაში, შაქრის იმპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, ამ პერიოდში შაქრის შესაძენად საქართველოდან 113 114 ტონა შაქრის შესაძენად 76.7 მლნ დოლარი გავიდა.

იმპორტის ღირებულება 28.4%-ითაა გაზრდილი, ხოლო მოცულობა დაახლოებით 10 000 ტონით, რაც 9%-იან მატებას ნიშნავს.

ბოლო 4 წელია ქვეყნისთვის სტაბილურად შაქრის მთავარი საიმპორტო ბაზარი ბრაზილიაა. ამ ქვეყანაზე მთლიანი იმპორტის 48.2%-ი მოდის. ამ მიმართულებიდან შაქრის იმპორტი ღირებულებით მცირედ დაახლოებით 1.3 მლნ დოლარით, შეძენილი საქონლის მოცულობა კი 6 255 ტონით შემცირდა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრაზილიაში შაქარი გაძვირდა.

შაქრის იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგი არც ისე მრავალფეროვანია. TOP-5 იმპორტიორი ქვეყნის ჩამონათვალი კი ასეთია:

  1. ბრაზილია - $34.4 მლნ, 54 500 ტონა;
  2. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $9.1 მლნ, 14 000 ტონა;
  3. რუსეთი - $8.7 მლნ, 13 851 ტონა;
  4. მაროკო - $8.3 მლნ, 9 542 ტონა;
  5. საფრანგეთი - $6 მლნ, 7 544 ტონა;

შაქარი ასევე ინდოეთიდან, ეგვიპტიდან, აზერბაიჯანიდან და ნიდერლანდებიდან შევიძინეთ. ეს ის ქვეყნებია, საიდანაც იმპორტი 1 მლნ დოლარს აჭარბებდა. მცირე მოცულობით შაქრის იმპორტი კი შვეიცარიიდან, კოლუმბიიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები