მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შარლ მიშელი რუსეთში სანქცირებული ავტომობილების შესაძლო ექსპორტს აფასებს

შარლ მიშელი

ბრიტანულმა ტელევიზია Sky News-მა მოამზადა საგამოძიებო მასალა, რომლის თანახმადაც, დასავლეთის სანქციების მიუხედავად, ძვირად ღირებული ავტომობილები რუსეთში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს გავლით მაინც შედის.

საგამოძიებო მასალის შემდეგ, გამოცემამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს სანქცირებული ავტომობილების რუსეთში მოხვედრაზე ჰკითხა.

შარლ მიშელმა Sky News-ს განუცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების აღსრულება რთულია, რადგან ის ცდილობს დაუპირისპირდეს ბლოკადას.

„ჩვენ ვიცით, რომ სანქციები ძალზე მნიშვნელოვანია. ამიტომ, ვცდილობთ, ჩვენი სანქციების გვერდის ავლის ყველა მცდელობას დავუპირისპირდეთ. ამიტომაც ყოველ კვირას ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რათა შევძლოთ ჩვენი სანქციების მეტად დაზუსტება “, - თქვა მიშელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები